Friday, April 15, 2016

Moroccanoil - თმის მოვლის საუკეთესო პროდუქცია ქართულ ბაზარზე



კომპანიამ „პაუერ ენდ ბიუთი“ ქართულ ბაზარზე, წარმოადგინა პროფესიონალური სილამაზის პროდუქტების ლიდერი, დამზადებული არგანის ზეთზე – Moroccanoil.



Moroccanoil-ის ექსპერტები ქმნიან მაღალი დონის პროფესიონალურ ემულსიებს, რომელშიც კომბინირებულია სამკურნალო და მკვებავი ზეთები კოსმეტიკურ ინგრედიენტებთან.


ბრენდის სრული ხაზი, იქნება ეს დასაბანი თუ ვარცხნილობის საშუალება არის არგანის ზეთის შემცველი, რომელიც არამხოლოდ თმის ვიზუალურ იერს, არამედ ყოველი გამოყენებისას მის სტრუქტურასაც აუმჯობესებს. მცენარე, რომლისგანაც ამზადებენ არგანის ზეთს, რთულ კლიმატურ პირობებში მოჰყავთ, რაც განაპირობებს გამოყენების შემდგომ შედეგს.


არგანის ხის ღრმა ფესვები და პატარა ფოთლები წინააღმდეგობას უწევს მშრალ ქარს და წყლის დანაკარგს, რის შედეგადაც წარმოქმნის თხილს, რომელიც მდიდარია ზეთის კონცენტრაციით, ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და E ვიტამინით. არგანის ზეთი არის სილამაზის უძველესი საიდუმლო, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს. იგი ატენიანებს თქვენს თმას, კანსა და ფრჩხილებს და არბილებს მათ. მაკიაჟის დროს, საბაზო დაფარვა უნაკლო და ეფექტური გარეგნობის საფუძველს ქმნის. იმ დროს, როდესაც თმის მოვლისთვის, მსგავსი პროდუქცია არ არსებობდა შეიქმნა Moroccanoil, რომ შეევსო ეს დეფიციტი პროდუქტით, რომელიც ქმნის სათანადო საფუძველს ყველანაირი ვარცხნილობისთვის. სრულყოფილია როგორც სტილისტური თვალსაზრისით, ასევე კონდიცირებისთვის, ყველა სალონური მომსახურება იწყება Moroccanoil-ის გამოყენებით – ერთადერთი პროდუქტით, რომელიც ქმნის ხანგრძლივ სიგლუვეს, თმას ხდის მორჩილს, აჩქარებს გაშრობის დროს და ხელს უწყობს ბზინვარებას.



ამბობენ, ნებისმიერ პროდუქტს სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ამ შემთხვევაში პირდაპირი გაგებით, მანამ დასკვნის გაკეთება რთულია, ამიტომ ვეცდები ჩემი გამოცდილების შესახებ მოგიყვეთ.

პირველ რიგში მინდა ჩემი ძალიან დადებითი დამოკიდებულება გაგიზიაროთ კომპანია „პაუერ ენდ ბიუთი“-ს შესახებ, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ბრენდები შემოაქვს და ზრუნავს ქართველ მომხმარებელზე.

Moroccanoil - აქამდე მხოლოდ ჩემი მეგობრებისგან მქონდა გაგებული, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, და როდესაც ჩემს ინსტაგრამზე ავტვირთე ფოტოები რომ ეს ბრენდი საქართველოში შემოვიდა, ძალიან დადებითი შეფასებები მიიღო. დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პროფესიონალების გარემოში მოხვდები. როგორც კი მივედი, დამხვდნენ ამ ბრენდის უცხოელი წარმომადგენლები, ჩემი თმის ხარისხი, ფაქტურა შეამოწმეს და დაიწყო ალბათ ყველა ქალისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი - როდესაც პროფესიონალები ზრუნავენ შენს გარეგნობაზე.


პირველი პროდუქტი, რაც Moroccanoil-ის ტექნოლოგმა გამოიყენა, ეს იყო თმის ნიღაბი, რომელიც თავის დაბანვის შემდეგ შემშრალებულ თმაზე უნდა წაისვათ და გაიჩეროთ 10 წუთი.  ეს ნიღაბი გაფუჭებული და დაზიანებული თმის ღერების აღმდგენია.  სასურველია მისი კვირაში ერთხელ გამოყენება.



ამის შემდეგ, უკვე ჩემი თმისთვის შესაფერისი კოქტელი გააკეთეს და ასევე პირსახოცით გამშრალებულ თმაზე წამისვეს.


კოქტეილი, Moroccanoil-ის ბესტსელერი ზეთისა და მკვებავი კრემისგან შედგება. მათი ნაზავი განსაკუთრებული შედეგის მიღების გარანტიაა.


მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ამ კოქტეილის გამოყენებისთანავე ვიგრძენი თმის ხარისხის და ფაქტურის გაუმჯობესება, უფრო მეტიც, არ მინდოდა თმისთვის ხელის გაშვება იმდენად სასიამოვნო იყო.



ვფიქრობ, თუ თქვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია რომ თქვენი თმა ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებოდეს, დაუფიქრებლად უნდა გახდეთ Moroccanoil-ის მომხმარებლები და დარწმუნებული ვარ, ვერასდროს ვერ შეწყვეტთ მის გამოყენებას, მით უფრო, რომ მალევე ნახავთ შედეგს.



Moroccanoil თბილისის სალონებში გაიყიდება, სადაც მომხმარებელს დაეხმარებიან თმისა და თავის კანის ტიპის მიხედვით შეარჩიონ მათთვის საჭირო პროდუქტები.



ეს კი Moroccanoil-ის პროდუქტების გამოყენების შემდეგ მიღებული შედეგია, რომელიც ნამდვილად შეუდარებელია.



დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ProfBeauty-ის წარმომადგენლებს

ეწვიეთ მათ FACEBOOK-ის გვერდს:

https://www.facebook.com/professionalbeauty.ge/?fref=ts





ფოტო: ილია თოიძე

1 comment:

  1. Testimony On How My Life was Transformed (Lexieloancompany@yahoo.com)..

    I am writing this Testimony because am really grateful for what Martinez Lexie did for me and my family, when I thought there was no hope he came and make my family feel alive again by lending us loan at a very low interest rate of 2%. Well I have been searching for a loan to settle my debts for the past three months all I met scammed and took my money total 6,500usd until I finally met a God sent Lender. I never thought that there are still genuine loan lenders on the internet but to my greatest surprise i got my loan without wasting much time so if you are out there looking for a loan of any kind for business or other purposes i would advise you to email Mr Martinez via: ( Lexieloancompany@yahoo.com ) or through the Company website: http://lexieloans.bravesites.com OR text: +18168926958 and be free of internet scams. thanks… Jenny Hills CA, United State

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget